
ქუთაისის აეროპორტის გახსნა გადაიდო
24/10/2022 09:48:36 ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის მიზეზად აეროპორტების გაერთიანება მეტეოროლოგიური პირობებს ასახელებს.
“არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება”,- განუცხადეს BMG-ს აეროპორტების გაერთიანებაში.
უწყების ცნობით, რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.
ცნობისთვის: 10 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა. ქუთაისიდან შესასრულებელი ფრენები თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება. აეროპორტი დღეს უნდა გახსნილიყო.