Accentnews.ge
ალიევი აზერბაიჯან–საქართველო–სომხეთის ფორმატის შექმნას მხარს უჭერს

ალიევი აზერბაიჯან–საქართველო–სომხეთის ფორმატის შექმნას მხარს უჭერს

24/10/2022 10:25:34 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აზერბაიჯან–საქართველო–სომხეთის სამმხრივი ფორმატის შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს. საკუთარი პოზიციის შესახებ მან საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯერ კიდევ გასულ წელს მსგავსი ფორმატის შექმნის შესაძლებლობაზე თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა.

„ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. საქართველოს პრემიერ–მინისტრს ვაცნობე სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით. ხუთი ძირითადი პრინციპი გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას. თუ ასე მოხდა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის. დღეს საშუალება გვაქვს, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯან–სომხეთ–საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება, დღესვე ვიქნებით მზად, დავიწყოთ ფორმატი“,– განაცხადა ალიევმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S