Accentnews.ge
"საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიან პოლიტიკას"

"საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიან პოლიტიკას"

24/10/2022 10:40:12 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმების თგაობაზე ისაუბრეს.

"ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S