Accentnews.ge
„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს 1 წლით პატიმრობა შეეფარდა

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს 1 წლით პატიმრობა შეეფარდა

24/10/2022 11:32:09 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დავით ველიჯანაშვილი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ფორმულას“ ცნობით, სასამართლომ ველიჯანაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო 118-ე მუხლი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლად, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ველიჯანაშვილი 18 მარტს დააკავეს.

2022 წლის 17 მარტს თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. "ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს და ორ ოპერატორს ველიჯანაშვილი თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ. მიზეზი მათი 'ფორმულაში" მუშაობა გახდა. ველიჯანაშვილმა ჟურნალისტს და ოპერატორებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და კაფის დატოვება მოსთხოვა", – იუწყება "ფორმულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S