Accentnews.ge
ნორვეგიაში სამხედრო ობიექტების გადაღებისთვის ორი რუსი დააკავეს

ნორვეგიაში სამხედრო ობიექტების გადაღებისთვის ორი რუსი დააკავეს

24/10/2022 16:15:09 ევროპა

ნორვეგიის პოლიციამ ნორდლანდის პროვინციაში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა სამხედრო ობიექტების გადაღებისთვის, – იუწყება TV 2.

საქმე ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურს გადაეცემა. თავად დაკავებულები აცხადებენ, რომ ისინი უბრალოდ ტურისტები არიან.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცხრა რუსი დააკავეს ნორვეგიაში სტრატეგიული ადგილებისთვის ფოტოების გადაღებისას. მათ შორისაა ანდრეი იაკუნინი, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის ვლადიმირ იაკუნინის ვაჟი, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი წაუყენეს სვალბარდში დრონების გაშვებისთვის, ვინაიდან ნორვეგიამ რუსულ კომპანიებსა და მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე დრონების ფრენა აუკრძალა. პოლიციამ ასევე დააკავა მისი Firebird იახტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S