Accentnews.ge
უკრაინის არმიამ რუსი სამხედროები განდევნა ლუგანსკის და დონეცკის ოთხი დასახლებიდან - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის არმიამ რუსი სამხედროები განდევნა ლუგანსკის და დონეცკის ოთხი დასახლებიდან - უკრაინის გენშტაბი

24/10/2022 16:55:01 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალები განდევნეს ლუგანსკის ოლქის კარმაზინოვკას, მიასოჟაროვკასა და ნევსკოეის დასახლებებიდან, ასევე დონეცკის ოლქის ნოვოსადოვოდან, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მოიგერია რუსული თავდასხმები სადავო, სოლედარი, ბახმუტის, ანდრეევკას, მარინკასა და პერვომაისკოეს დასახლებებთან.

გარდა ამისა, რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სამი სარაკეტო და შვიდი საჰაერო დარტყმა, სამი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. რუსებმა შეუტიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს კუპიანსკში, ხარკოვის ოლქში, ვუჰლედარსა და სოლედარში, დონეცკის ოლქში და ნიკოლაევში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ჯარები ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან აგრძელებენ დაბომბვას სლობოჟანსკის, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიეს და იუჟნობუგსკის მიმართულებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S