
ზელენსკიმ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეცვალა
24/10/2022 17:20:58 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეცვალა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებებში.
ამრგად, მიკოლა ჟირნოვი გაათავისუფლეს კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან, რომელზეც ის 1 მარტს დაინიშნა.
ზელენსკიმ ამ თანამდებობაზე სერგეი პოპკო დანიშნა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი პოპკო 1961 წელს კიევში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა კიევის უმაღლესი კომბინირებული შეიარაღების სამეთაურო სკოლა. მსახურობდა ოცეულის მეთაურად, ბატალიონის მეთაურად, ქვედანაყოფის მეთაურად და მექანიზებული დივიზიის შტაბის უფროსად. 2002 წელს უკრაინის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დამთავრების შემდეგ, სადაც გაიარა მომზადება ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე, მსახურობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. ის ერაყშიც მსახურობდა. 2016-2019 წლებში მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის თანამდებობაზე. 2019 წლის 20 აგვისტოს პოპკო დაინიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2020 წლის 7 მაისს ის რეზერვში გადაიყვანეს.