Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი ხერსონში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის გენშტაბი ხერსონში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

25/10/2022 07:51:40 ევროპა

რუსეთის ჯარები თავდაცვით პოზიციებს ამზადებენ ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი 25 ოქტომბერს.

„გორნოსტაევკას დასახლების მიდამოში რუსეთის საოკუპაციო ძალების საინჟინრო დანაყოფები ამუშავებენ სანაპირო ზოლს, ტოვებენ მცირე გადასასვლელებს მათი ჯარისთვის მარჯვენა სანაპიროდან პოტენციური უკანდახევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებული ხერსონიდან ადგილობრივი მოსახლეობის „ევაკუაციის ღონისძიებები“ გრძელდება.

„ყველა ბანკის აღჭურვილობა, პერსონალი და საოკუპაციო ადმინისტრაცია ქალაქის მარჯვენა სანაპიროდან გენიჩესკის და სკადოვსკის დასახლებებში გადაიყვანეს. გატანილია ინტერნეტ –პროვაიდერების აღჭურვილობა. ევაკუაციას ექვემდებარებიან ოპერატიული სამსახურების და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. შეჩერებულია სკოლების დაფინანსება და ბავშვებისთვის საკვების მიწოდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც გენშტაბი აღნიშნავს, ლვოვოს დასახლებაში „კოლაბორანტი თანამშრომლების ადგილზე მობილიზებული პირებიდან სამხედრო პერსონალის გადაყვანა მიმდინარეობს“.

"სამხრეთის" ოპერატიულმა სარდლობამ წინა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს 90-ზე მეტი დასახლება ხერსონის რეგიონში, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S