
პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
21/05/2019 11:32:45 სხვა, მსოფლიო
უკრაინაში სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიმართ გამოძიება შესაძლო სახელმწიფო ღალატის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ოლგა ვარჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, საქმე ეხება 2018 წლის 25 ნოემბრის მოვლენებს, როდესაც უკრაინის საზღვაო სამხედრო ძალების გემები შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში, ქერჩის სრუტის რაიონში გადავიდნენ.
განცხადება საგამოძიებო ბიუროში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილემ ანდრეი პორტნოვმა შეიტანა, რომელიც უკრაინაში ახლახან დაბრუნდა.