Accentnews.ge
მურუსიძე: "მეტი ობიექტურობა წარმოგიდგენიათ? იკრიბება კონფერენცია და ფარულად აძლევენ ხმას"

მურუსიძე: "მეტი ობიექტურობა წარმოგიდგენიათ? იკრიბება კონფერენცია და ფარულად აძლევენ ხმას"

25/10/2022 17:11:23 სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახლა არჩეული მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს წევრებს ფარული კენჭისყრით, ობიექტურად ირჩევს.

"უფრო მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ? როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას? გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები პირდაპირ“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები , კვლავ გახდნენ. უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იკავებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს. დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2021 წლებში იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილი მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა დანიშვნას აკრიტიკებს. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა ორგანიზაციებმა განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ "ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S