Accentnews.ge
ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მლნ ლარით იზრდება“

ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მლნ ლარით იზრდება“

26/10/2022 06:32:27 თავდაცვა

2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მლნ ლარით იზრდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ სტუმრობისას განაცხადა

„ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდა სხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დღეს გატარებული პოლიტიკით ჩვენ გვაქვს საშუალება, თანხები არ დავზოგოთ და ჯარს არაფერი მოვაკლოთ“ , -განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა:

„მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი 25%-ით გაიზრდება და თუ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება, რასაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ეფექტურად გამოვიყენებთ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S