Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე: „ლელო“ იქნება გამაერთიანებელი ძალა"

მამუკა ხაზარაძე: „ლელო“ იქნება გამაერთიანებელი ძალა"

18/10/2019 08:45:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ არის ეროვნული თანხმობის პლატფორმა და მასში გაერთიანებული პირები შეთანხმდებიან, როგორი საქართველო გვსურს.

როგორც ხაზარაძემ მოძრაობის ახალი წევრების წარდგენისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ახლახანს დაფუძნდა, ის უკვე 1500 აქტიურ წევრს აერთიანებს. 

„ლელო“ არის გაერთიანება, „ლელო“ არის მოძრაობა, „ლელო“ იქნება პარტია, რომელიც იმართება ჰორიზონტალური სისტემით და პრინციპით. „ლელო“ არის გამაერთიანებელი ძალა იმისათვის, რომ საქართველოს სრული ცვლილება მოხდეს უკეთესობისკენ, შეიცვალოს იმ მდგომარეობა, რომელშიც ყველა აღმოვჩნდით. „ლელო“ არის ის ძალა, სადაც ემიგრაცია უნდა დაბრუნდეს საქართველოში იმისათვის, რომ ჩაერთოს თავისი საყვარელი სამშობლოს მშენებლობაში. ის უზარმაზარი ძალა, რომელიც მათ დააგროვეს ათეულობით წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში, მძიმე შრომით, სწავლით, ინტელექტით - აი, ეს შრომა უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

არსებობს უამრავი იდეა. ნებისმიერი ადამიანი, ქართველი თუ არაქართველი რომ გააჩერო, ყველას აქვს იდეა, მაგრამ არ არსებობს თანხმობა და ერთიანობა, რომ შევჯერდეთ, როგორი ეკონომიკა და ჯანდაცვა გვინდა, როგორი განათლება გვინდა. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ ვიწყებთ არა იდეის თქვენთვის მოწოდებით, არამედ გუნდის შექმნით. ვინ უნდა გააკეთოს ეს? აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იმიტომ, რომ სისტემური მიდგომა სჭირდება ნებისმიერ საქმეს, მითუმეტეს - სახელმწიფოს მშენებლობას. როდესაც ჩვენ არ გვაქვს სისტემური მიდგომა ნებისმიერი საქმის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ გამოვა. ჩვენ ვიწყებთ ქვემოდან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი გუნდის წევრების კომპლექსაციას ვაკეთებთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების წარდგენას საზოგადოებისთვის, რომლებმაც თავიანთ საქმეში მიაღწიეს წარმატებას, თავის პროფესიაში მიაღწიეს წარმატებას. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით აქამდე, მაგრამ ჩვენ დღეს ერთად ვართ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გაგვაერთიანა საქართველოს მშენებლობის იდეამ, ჩვენ გაგვაერთიანა ცვლილებების იდეამ და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს არ შევეხებით; მანამ, სანამ ყველა ადამიანს არ გავაერთიანებთ ერთი ძლიერი ეროვნული იდეის გარშემო“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S