
გვენეტაძე ქვეყანაში ფასების ზრდის ერთ–ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრაციას ასახელებს
26/10/2022 10:17:26 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ, ქვეყანაში ფასების ზრდას შეუწყო ხელი.
"რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. რა თქმა უნდა, პირველი ტალღა შემოსვლა რუსეთიდან და ბელარუსიდან, შემდეგ უკვე შემოვიდა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. გაზრდილი მოთხოვნის გამო, რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, არა ერთადერთი. მაგალითად, როდესაც ბინის ქირის ფასი გაიზარდა, მოთხოვნის გამო, ამან უკვე 1-1,5 პროცენტით ინფლაციაზეც იმოქმედა", -განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე წლიური ინფლაცია დაახლოებით იმ დონეზე იქნება, რაც ახლა არის [11.5% სექტემბერი], ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი თებერვლიდან ელის.