
კობა გვენეტაძე: "ვადაგადაცილებული სესხები ისტორიულად დაბალ დონეზეა"
26/10/2022 10:26:06 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული კრედიტების წილი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
“რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი. თუ შევხედავთ საერთაშორისო კლასიფიკაციით, უმოქმედო სესხების რაოდენობა არის ისტორიულად დაბალ დონეზე. შეიძლება გულისხმობთ მაჩვენებელს, რომელიც საკრედიტო ბიუროდან არის აღებული. ამ მიმართულებითაც სიტუაცია არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ადრე იყო, სანამ პასუხისმგებლობიანი დაფინანსების პრინციპები ამოქმედდებოდა. პანდემიამ გამოიწვია გარკვეული ცვლილებები და ზრდა, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ეს არის რაიმე საშიშ ნიშნულზე. თუ ჩვენ შევხედავთ უმოქმედო სესხებს საბანკო სექტორში, ის საკმაოდ დაბალ დონეზეა და დაახლოებით 2.1%-ს შეადგენს",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.