Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

26/10/2022 15:18:52 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.

ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

იხილეთ ასევე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S