
ტყვეობიდან კიდევ 10 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს - ერმაკი
26/10/2022 15:34:14 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, შდეგად შინ კიდე 10 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა.
„ჩვენი სახლში არიან. ჩაატარა ტყვეების მორიგი გაცვლა. შინ 10 უკრაინელი სამხედროს დაბრუნება გახდა შესაძლებელი. მათ შორის ერთი ოფიცერია, 9 რიგითი და სერჟანტი“, - დაწერა ერმაკმა Telegram-ზე.
მისი თქმით, ასევე გადმოასვენეს ამერიკელი მოხალისის, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარი, რომელიც უკრაინის მხარეზე იბრძოდა.
„გავაგრძელებთმუშაობას მანამ, ვიდრე ჩვენს ხალხს შინ არ დავბრუნდებით“, - თქვა ერმაკმა.
ვინ გადასცა უკრაინამ რუსულ მხარეს, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა არ დააკონკრეტა.
ბოლო მასშტაბური გაცვლა 17 ოქტომბერს შედგა, როცა ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლეს.
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ტყვეთა მორიგი გაცვლის ფარგლებში, კიდევ 20 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა შინ, მათ შორის იყვნენ ილენოვკაში მყოფნიც.
მანამდე, 11 ოქტომბერს 32 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს და გადმოასვენეს ისრაელის მოქალაქის დიმიტრი ფიალკას ცხედარი.
22 სექტემბრის ღამეს ცნობილი გახდა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის პატიმრების გაცვლის შესახებ. უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 215 ჯარისკაცი დააბრუნა, მათგან 108 „აზოვის“ პოლკის მებრძოლია. კიევმა მოსკოვს ვიქტორ მედვედჩუკი და კიდევ 55 რუსი ტყვე გადასცა.