
რუსეთმა ბოლო ორ დღეში უკრაინის ერთ რაიონში ოთხი კა–52 დაკარგა
26/10/2022 19:26:47 ევროპა
ხერსონის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი კა-52 ჩამოაგდეს, – იუწყება ოდესის საკრებულო უკრაინის ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ მონაცემებზე დაყრდნობით.
„26 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში, ოდესის საჰაერო სარდლობის ბრიგადის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული კა-52 – დამრტყმელი ვერტმფრენი", ნათქვამია მოხსენებაში.
მანამდე უკრაინის საჰაერო სარდლობა იუწყებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 24 ოქტომბერს სამი რუსული კა-52 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ესეც ხერსონის ბერისლავსკის რაიონშიც მოხდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა 248 ვერტმფრენი დაკარგა. თავად რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ არ იუწყება.