Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი ლუგანსკში სულ მცირე, 10 რუსი ოფიცრის დაღუპვის შესახებ იუწყება

უკრაინის გენშტაბი ლუგანსკში სულ მცირე, 10 რუსი ოფიცრის დაღუპვის შესახებ იუწყება

26/10/2022 19:35:26 ევროპა

ლუგანსკის ოლქში, ბოლო დღეებში საცეცხლე ზემოქმედების შედეგად, რუსეთის არმიამ სულ მცირე, 10 ოფიცერი დაკარგა, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

„განახლებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის საცეცხლე დამუშავების შედეგები დაზუსტდა. ამრიგად, ლუგანსკის რეგიონის კორჟევოსა და ნიკოლაევკას დასახლებების რაიონებში ოკუპანტების ზარალმა შეადგინა 60 ადამიანი, რომლებიც დაიღუპნენ, მათგან მინიმუმ, 10 ოფიცერი იყო“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის ავიაციამ 24 საათის განმავლობაში იერიში მიიტანა რუსული ჯარების ცოცხალ ძალაზე, მათი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონაზე.

გარდა ამისა, უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დღის განმავლობაში დაარტყეს 3 სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 უბანს, საბრძოლო მასალის 2 საცავს და მტრის 5 სხვა მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეს.

მანამდე, 26 ოქტომბერს, გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ერთი დღის განმავლობაში უკრაინაში 480 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S