Accentnews.ge
ხარკოვში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს

ხარკოვში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს

27/10/2022 12:59:54 ეკონომიკა

ხარკოვის ოლქის ბოროვსკის რაიონში აპრილში სულ მცირე 17 ადამიანი დაკრძალეს მასობრივ საფლავში. ამჟამად ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული,– იუწყებიან ხარკოვის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დიმიტრი სოიმა.

მასობრივი საფლავის შესახებ სოფელ კოპანკის მცხოვრებლებმა განაცხადეს. ადგილობრივებმა გამოძიებას უამბეს, რომ ოკუპანტები ცხედრებს მთელს რაიონში აგროვებდნენ.

მათი ცნობით, 13 აპრილს ოკუპანტებმა შემოიყვანეს ორი სატვირთო მანქანა, ამოთხარეს 3 მეტრამდე სიღრმის ორმო, ცხედრები გადატანის შემდეგ სამარხის ზედაპირი ტექნიკით მოასწორეს.

წინასწარი მონაცემებით, საფლავში სულ მცირე, 17 ადამიანია დაკრძალული. მათ შორი არიან როგორც სამოქალაქო პირები, ისე უკრაინელი სამხედროები. გამომძიებლებმა სამხედრო მოსამსახურეების სამი ცხედარი დღეს ამოასვენეს:

„წინასწარი მონაცემებით, ამ სამარხში 17 ცხედარია, მაგრამ შეიძლება, ეს არ იყოს ზუსტი მონაცემი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ჩვენი ბიჭები უკან ბრძოლით იხევდნენ, იღუპებოდნენ. ისინი აქ დაკრძალეს. რუსებმა საფლავზე არც ერთი ნიშანი არ დატოვეს და არც ადგილობრივებს აძლევდნენ ამის უფლებას. მხოლოდ აღდგომას მისცეს ადგილობრივებს მასობრივ საფლავზე მისვლის უფლება. ხალხმა აქ იპოვა სამი ჯვარი და ამით აღნიშნეს საფლავის პერიმეტრი, ამოიღეს სარეველა“.

ცხედარები გაიგზავნება სასამართლო ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S