
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7840 ლარი გახდა
27/10/2022 13:39:37 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7840 ლარი ეღირება, ევრო – 2.7932 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2194 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7821 ლარი ღირდა, ევრო – 2.7874 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2178 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.