
რუსთავში ავტობუსის დაჯახების შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა
28/10/2022 07:12:07 სამართალი
რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მუნიციპალური ავტობუსის დაჯახების შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა, – იუწყება „ინფო რუსთავი".
გამოცემის ცნობით, ბავშვი მალევე გადაიყვანეს გარდაბანში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“.
მორიგე ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
დაწყებულია გამოძიება.