
საქსტატი – სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან შემოვიდა
28/10/2022 07:19:57 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან შემოვიდა.
ჯამში, სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 387 177.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით გაზრდილია - აგვისტოში ეს მონაცემი 334 266.1 აშშ დოლარი იყო, – იუწყება „ინტერპრესნიუსი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით.
უფრო კონკრეულად, სექტემბერში ჩარიცხული ფულადი გზავნილების გადანაწილება ძირითადი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
- რუსეთის ფედერაცია – 173 942.2 აშშ დოლარი;
- იტალია - 36 288.7 აშშ დოლარი;
- ამერიკის შეერთებული შტატები - 28 679.2 აშშ დოლარი;
- საბერძნეთი - 18 451.9 აშშ დოლარი;
- ყირგიზეთი - 18 120.6 აშშ დოლარი;
- ისრაელი - 16 437.4 აშშ დოლარი;
- გერმანია - 15 921.5 აშშ დოლარი;
- ყაზახეთი - 10 126.5 აშშ დოლარი;
- თურქეთი - 9817.5 აშშ დოლარი.