Accentnews.ge
10 წლის ბავშვის მიმართ მუქარისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა: "კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა გაღებას, დაემუქრა კარის შემტვრევით"

10 წლის ბავშვის მიმართ მუქარისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა: "კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა გაღებას, დაემუქრა კარის შემტვრევით"

28/10/2022 09:03:46 სამართალი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 10 წლის ბავშვის მიმართ მუქარის გამო დაკავებულ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს ბრალი წარუდგინა.

"საქართველოს პროკურატურამ, 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S