Accentnews.ge
გერმანიის პრეზიდენტმა მკაფიოდ პირველად ჩამოაყალიბა მისი ხედვა პუტინის შესახებ და გერმანია–რუსეთის ურთიერთობებზე

გერმანიის პრეზიდენტმა მკაფიოდ პირველად ჩამოაყალიბა მისი ხედვა პუტინის შესახებ და გერმანია–რუსეთის ურთიერთობებზე

28/10/2022 13:11:36 ევროპა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 28 ოქტომბერს გერმანელ ხალხს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, გაერთიანდნენ და დაამტკიცონ, რომ გერმანიის მოქალაქეებს შეუძლიათ გადაიტანონ ყველაზე სასტიკი დრო და გაუძლონ ურთულეს კრიზისებს.

გერმანიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა „სასტიკმა დამპყრობლურმა ომმა“ გათელა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.

შტაინმაიერმა, რომელსაც ოპონენტები ადანაშაულებენ რუსეთთან თანამშრომლობის მრავალწლიანი მცდელობისთვის, საკუთარი მოსაზრება პუტინის შესახებ მკაფიოდ ჩამოაყალიბა: „რუსეთის პრეზიდენტმა მის იმპერიულ სიგიჟეში დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ეჭვქვეშ დააყენა საზღვრები, დაიწყო ტერიტორიების მიტაცება“. შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა გააუქმა ყველა ის გაკვეთილი, რაც მსოფლიომ ისწავლა ორი მსოფლიო ომიდან.

ახლა მსოფლიო, გერმანიის პრეზიდენტის თქმით, „კონფრონტაციის ფაზაშია“.

"სამშვიდობო დივიდენდები უკვე დაიხარჯა", - ხაზგასმით აღნიშნა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ გერმანიისთვის რთული ეპოქა იწყება.

მისი თქმით, პუტინის „შეტევა უფლებებზე, ძალადობაზე უარის თქმის და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებზე ასევე არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც გერმანელები იცავენ“.

შტაინმაიერმა გერმანიის საზოგადოების ზოგიერთ სექტორში, პირველ რიგში, ქვეყნის აღმოსავლეთში სკეპტიკოსებზისადმი მიმართვისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია უმოქმედოდ არ შეიძლება, დარჩეს, ამიტომ სანქციები, მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, ევროკავშირმა უნდა შემოიღოს.

მისი თქმით, გერმანია ვერ იქნება მესამე მხარე ამ კონფლიქტში.

„გერმანია ყველა ღონეს ხმარობს დიპლომატიური გადაწყვეტილებების მოსაძებნად, თუმცა, ბოროტების წინაშე კეთილგანწყობა საკმარისი არ არის“, თქვა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ

სხვაგვარად არ შეიძლება ეწოდოს რუსეთის არაადამიანურ და მოღალატეობრივ თავდასხმებს ბოლო რვა თვის განმავლობაში.

მშვიდობა, შტაინმაიერის აზრით, ტერიტორიების დათმობის საფუძველზე არ შეიძლება, შეთანხმდეს.

"უკრაინაში ბევრი ადამიანისთვის მათი [ტერიტორიების]რუს ოკუპანტებისთვის გადაცემა ბოროტების გამარჯვებას ნიშნავს", - ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეწვია უკრაინას.

შტაინმაიერმა ასევე მიმართა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მცოვრებლებს, რომლებიც „გრძნობენ თავიანთ კავშირს რუსეთთან და უყვართ რუსული მუსიკა და ლიტერატურა“: „ახლა, როცა რუსეთს ვუყურებთ, რომანტიკულობისთვის ადგილი აღარ რჩება! დღეს ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს უპირისპირდებიან“.

ამგვარად, გერმანიის სახელმწიფოს მეთაურმა პირველად განაცხადა მკაფიოდ, რომ რუსეთის ფედერაცია და გერმანია აღარ არიან პარტნიორები. შტაინმაიერმა თქვა, რომ ორი ქვეყანა ახლა ფრინტის ხაზზე სხვადასხვა მხარეს არიან.

მან გერმანიის მოქალაქეებს არ დაუმალა, ქვეყანას წინ "მძიმე, რთული წლები" ელის. თუმცა, პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა ოპტიმისტური ტონით დაასრულა: „გვინდა, ორ წელიწადში ვთქვათ, რომ ჩვენ დავძლიეთ ეკონომიკური რეცესია; გვინდა, ხუთ წელიწადში ვთქვათ: არა მხოლოდ უკრაინამ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, ჩვენ ასევე არ უნდა გვეშინოდეს ახალი ომების ევროპაში; გვინდა, ათი წლის შემდეგ ვთქვათ: ჩვენ შევინარჩუნეთ საზოგადოება დაშლისგან და უმრავლესობამ შეინარჩუნა დემოკრატიის რწმენა; გვინდა,15 წელიწადში ვთქვათ: მიუხედავად ომისა და კრიზისისა, ჩვენ გარანტირებული გვაქვს კარგი ცხოვრება მომავალი თაობებისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S