
პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მიერ მიყენებულ ზარალს დაითვლის
28/10/2022 14:55:16 ევროპა
მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მიერ მიყენებულ ზარალს პოლონეთი გამოთვლის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ოქტომბერს განაცხადა, გერმანიის მხრიდან კომპენსაციის შესახებ საკუტარი ნოტის კომენტირებისას.
„სსრკ-ის მიყენებული სამხედრო დანაკარგების გამოთვლა დაეფუძნება კვლევას, რომელიც შედარდება იმ კვლევასთან, რომლის შედეგადაც მომზადდა მოხსენება პოლონეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს – 1939–1945 წლებში გერმანიის აგრესიის და ოკუპაციის შედეგად მიყენებული დანაკარგების შესახებ, პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილების შესაბამისად“, - ნათქვამია კომენტარში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე განმარტავს ოქტომბრის დასაწყისში გერმანიისთვის მიწოდებული ნოტის შინაარსს. მასში ვარშავა ითხოვს ანაზღაურებას მესამე რაიხის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნის ოკუპაციისას მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანისთვის.
იგი სხვა საკითხებთან ერთად ასევე მოიცავს, მოპარული კულტურული, აგრეთვე პოლონეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკებისა და საკრედიტო ინსტიტუტების ქონებისა და აქტივების დაბრუნების ზომებს, გერმანიაში ომის დროს დაღუპული პოლონელი უმცირესობის, ომის დროს მოკლულთა წარმომადგენლების რეაბილიტაციას და პოლონური დიასპორისთვის ზარალის კომპენსაციას.
პოლონეთის ხელისუფლებამ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მოითხოვს 1,3 ტრილიონი დოლარის კომპენსაციას მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „რეპარაციების საკითხი დახურულია“.