
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრების გახსნა 2023 წლამდე გადადო
28/10/2022 17:04:53 კავკასია
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანში 2023 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა და შესაბამისად ქვეყნის სახმელეთო საზღვრები ამ დრომდე დარჩება ჩაკეტილი. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი.
მანამდე აზერბაიჯანული ოპოზიცია ქვეყნის სახმელეთო საზღვრების გახსნას მოითხოვდა. "პანდემიის მოტივით აზერბაიჯანის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს ჩაკეტილს ტოვებს, როცა რუსეთში უამრავი ჩვენი თანამემამულის სიცხოცხლე საფრთხეშია ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის გამო. ჩვენს მოქალაქეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ შორის სახმელეთო გზით" - განაცხადა ოპოზიციური "სახალხო ფრონტის" ლიდერმა ალი ქერიმლიმ.
მანამდე, 20 ივლისს ბაქოში სახმელეთო საზღვრების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც ჩატარდა.