
ამ დროისთვის საპენსიო სქემა 162 000–ზე მეტმა დატოვა, აქედან 42 000 საჯარო მოხელეა
18/10/2019 12:29:31 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემა 162 103-მა ადამიანმა დატოვა. აქედან კი 119 651 კერძო სექტორის წარმომადგენელია, 42 115 კი საჯარო მოხელე. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.
სურგულაძე აღნიშნულის მიზეზად იმას ასახელებს, რომ სააგენტომ ამ ადამიანების სათანადო ინფორმირება ვერ მოახერხა რეფორმის მნიშვნელობის შესახებ.
სქემაში ამჟამად 911 897 მონაწილეა - 737 294 კერძო და 211 842 საჯარო მოხელე. ჩართულია 58 811 კომპანია.