Accentnews.ge
ქვემო ქართლში შშმ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეზე კაცი დააკავეს

ქვემო ქართლში შშმ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეზე კაცი დააკავეს

28/10/2022 19:52:20 სამართალი

ქვემო ქართლში შშმ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეზე შუა ხნის კაცი დააკავეს.

„აქცენტის“ ინფორმაციით, ბრალდებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი იყო, რომელიც შშმ ბავშვების ქვემო ქართლში არსებულ ერთ–ერთ სასწავლო დაწესებულებაში გადაყვანას უზრუნველყოფდა, მათ შორის, დაზარალებულისაც.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ბავშვმა მშობელს უამბო, ხოლო მშობელმა სამართალდამცველებს მიმართა. ამის შემდეგ ავტომანქანაში ფარული კამერა დამონტაჟდა და კაცი სავარაუდოდ, კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე აიყვანეს.

თავად დაკავება 27 ოქტომბერს განხორციელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S