Accentnews.ge
იმამ შამილის სახელობის დაღესტნური ბატალიონი უკრაინელების მხარეს იბრძოლებს

იმამ შამილის სახელობის დაღესტნური ბატალიონი უკრაინელების მხარეს იბრძოლებს

29/10/2022 12:22:51 კავკასია

უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად იმამ შამილის სახელობის დაღესტნური ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომელსაც მაგომედ საიპულაევი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ "ფეისბუქში" უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო იუწყება და იქვე დასძენს, რომ "უკრაინისთვის დახმარების გაწევის შემდეგ ეს ბატალიონი დაღესტნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს".

"რუსეთთან ბრძოლა ჩვენ ბევრად ადრე, დაახლოებით 10-15 წლის წინ დავიწყეთ, ახლა კი გავაგრძელებთ უკრაინაში, რადგან ის, რაც დაღესტნელებს ჯერ კიდევ 100-ზე მეტი წლის წინ შეეხოთ, დღეს ეხება უკრაინას" - განაცხადა თავად მაგომედ საიპულაევმა.

ცნობისთვის: რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს რამდენიმე მუხლი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ მოწოდებების, რუსეთის შემადგენლობიდან გამოყოფის თუნდაც უბრალო განხილვისთვის 20 წლიან სასჯელს ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S