Accentnews.ge
"ხერსონის ოკუპაციის დღიდან პირველად, ჩერნობაევკა სრულიად დაიცალა ტექნიკისა და საბრძოლო მასალისგან"

"ხერსონის ოკუპაციის დღიდან პირველად, ჩერნობაევკა სრულიად დაიცალა ტექნიკისა და საბრძოლო მასალისგან"

30/10/2022 10:38:42 ევროპა

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სერჰი ხლანის ინფორმაციით, ხერსონსა და ჩერნობაევკაში ქუჩის ბრძოლებისთვის მზადება არ შეინიშნება.

მისივე ცნობით, ხერსონში ნაკლები რუსია, მაგრამ ისინი განაგრძობენ ქალაქის ძარცვას, ხოლო ჩერნობაევკა რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად სრულიად დაიცალა.

“ქალაქ ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის მზადება არ შეინიშნება. გამაგრებები არ ჩანს. რაიმე ახალი ნაგებობა, ქვიშიანი ტომერები და ბლოკ-საგუშაგოები - ეს ყველაფერი არ შეინიშნება. მათ განაცხადეს, თითქოს ევაკუაცია დასრულდა, თუმცა ძარცვას განაგრძობენ. გუშინ აღინიშნებოდა, რომ ოკუპანტები აგრძელებდნენ სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობის გატანას, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანების. ჩვენ ვნახეთ ჩერნობაევკას სატელიტური სურათები, რომელიც სრულიად ცარიელია. ჩერნობაევკა სრულიად დაიცალა ტექნიკისგან და საბრძოლო მასალისგან. ეს ხდება პირველად ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის ოკუპაციის დღიდან”, - განაცხადა ხლანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S