Accentnews.ge
მინუს 620 სამხედრო, 14 ტანკი და თვითმფრინავი - უკრაინის გენშტაბი ერთ დღეში რუსეთის დანაკარგებზე საუბრობს

მინუს 620 სამხედრო, 14 ტანკი და თვითმფრინავი - უკრაინის გენშტაბი ერთ დღეში რუსეთის დანაკარგებზე საუბრობს

31/10/2022 11:33:19 ევროპა

რუსეთმა უკრაინაში ერთ დღეში 620-მდე სამხედრო დაკარგა, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდეგ 71 820,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს ავდეევკას და ლიმანსკის მიმართულებით.

გარდა ამისა, ამავე წყაროს ცნობით, რუსებმა დაკარგეს:

  • ტანკი – 2686 (+14 ბოლო 24 სათში),
  • ჯავშანტექნიკა – 5485 (+32),
  • საარტილერიო სისტემა – 1728(+4),
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 383,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 197,
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 275 (+1),
  • ვერტმფრენი – 253 (+1),
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1413 (+1),
  • გემი/ნავი –16,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 4128 (+8),
  • სპეცტექნიკა –154,
  • ფრთოსანი რაკეტა – 352.

21 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა, რაც ჩამორჩება ჟურნალისტების მიერ ღია წყაროებში დაღუპულთა შესახებ მოკრებილ ცნობებსაც კი, რომელიც სრულად ასევე არ ასახავს რეალობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S