Accentnews.ge
გერმანული IRIS-T დღეს 100%-იანი შედეგით მუშაობდა - უკრაინის საჰაერო ძალები

გერმანული IRIS-T დღეს 100%-იანი შედეგით მუშაობდა - უკრაინის საჰაერო ძალები

31/10/2022 14:08:35 ევროპა

IRIS-T საზენიტო სისტემა, რომელიც უკრაინას გერმანიამ ოქტომბერში გადასცა, 31 ოქტომბერს 100%-იანი შედეგით მუშაობდა, მაგრამ საჭიროა მეტი ასეთი სისტემა, - განაცხადა საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა.

„ვხედავთ, რომ მტერს არ აქვს წარმატებები სახმელეთო ოპერაციაში. ამიტომაც, ის იყენებს ცას თავისი ტერორისტული თავდასხმებისთვის. ჩვენ ვითხოვთ და ვაგრძელებთ მსოფლიოსადმი მოწოდებას, მიაწოდოს უკრაინას იარაღი. საჭიროა საჰაერო თავდაცვის საშუალებები. საშუალებები, რომლებიც უკვე გავახმოვანეთ, მეტი IRIS-T-ია საჭირო. ეს სისტემა მუშაობს, დღესაც მუშაობდა და მუშაობდა 100%-იანი შედეგით. და ჩვენ გვინდა მეტი ასეთი სისტემა, რათა გერმანელებმა გაზარდონ წარმოება. NASAMS უკრაინაში მალე იქნება, მაგრამ მეტია საჭირო. უკრაინა ძალიან დიდია. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი“, - თქვა მან უკრაინული ტელემარათონის ეთერში.

31 ოქტომბერს, დილით, რუსეთის ჯარებმა მასიური შეტევები განახორციელეს უკრაინაზე. არსებული ცნობებით, რუსულმა რაკეტებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს ხარკოვის, ზაპოროჟიეს, კიევის, ჩერნივეცის, კიროვოჰრადისა და ჩერკასის რეგიონებში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის იერიშის შედეგად 18 ობიექტი დაზიანდა, მათი უმეტესობა უკრაინის 10 რეგიონში ენერგეტიკული ობიექტები იყო.

ბოლო დროს რუსულმა ჯარებმა გააძლიერეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვა. ეს დაბომბვები იწვევს მნიშვნელოვან ზარალს და მსხვერპლს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S