
"უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული": ზელენსკი მაკრონთან საუბრის შედეგების შესახებ იუწყება
01/11/2022 14:09:36 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 1 ნოემბერს თავის ფრანგ კოლეგასთან საუბრის შესახებ იუწყება.
მას ზელენკიმ უწოდა "უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული".
„კონკრეტული გადაწყვეტილებები უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. კონკრეტული ინიციატივები განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. გმადლობთ მეგობარო, დაუღალავი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
მაკრონს საუბრის შესახებ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უახლოეს კვირებში უკრაინას გადასცემს სარადარო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად.