Accentnews.ge
„ვისლა“ საქართველოში: პოლონური ფესტივალი კრემლისეული აქცენტით

„ვისლა“ საქართველოში: პოლონური ფესტივალი კრემლისეული აქცენტით

17/10/2019 17:56:41 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში პოლონურ კინოფესტივალ „ვისლას“ ფარგლებში ფილმების ჩვენება გაიმართება. მანამდე საქართველოში ბიენალე დედაქალაქისა და რეგიონების კინოთეატრების მიერ ხსენებული ღონისძიების ორგანიზატორთა მიღებაზე უარის თქმის გამო ჩაიშალა. როგორც გამოცემა „СОВА“-მ გაარკვია, კინოფესტივალის ორგანიზატორებს მჭიდრო კავშირები აქვთ მოსკოვთან.

ახმეტელის თეატრში კინოფესტივალის ორგანიზატორთა საეჭვო ბექგრაუნდის შესახებ, როგორც ჩანს, არაფერი იცოდნენ. პოლონურ მხარეს ღონისძიების ორგანიზებაში დახმარება საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელმაც გაუწია. მანამდე ბიენალე უკვე გაიმართა ფოთში – ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში, რომლის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ განუცხადა „СОВА“-ს, რომ მათ „ვისლას“ ორგანიზატორებთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

ფოთში კინოფესტივალი ჯერ კიდევ ივნისში ჩატარდა. ახლა თბილისის ჯერი დადგა, ჩვენებები 28–დან 30 ოქტომბრის ჩათვლითაა დაგეგმილი. დამატებითი ღონისძიებების შესახებ ხუხიასთვის არაფერია ცნობილი: „ამ კინოფესტივალზე საკმაოდ კარგი ფილმები იყო წარმოდგენილი და მაყურებლის გამოხმაურებებიც პოზიტიურია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, ბილეთები არ იყიდება.

კითხვას, იცოდა თუ არა, რომ მანამდე თბილისის წამყვანმა კინოთეატრებმა „ამირანმა“ და „რუსთაველმა“, ასევე ბათუმის „აპოლომ“ „ვისლას“ თავისთან ჩატარებაზე უარი განაცხადეს, ხუხიამ ასე უპასუხა: „საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ კინოფესტივალს პოლონეთის კულტურის სამინისტრო აფინანსებს“. 

აი, საქართველოს კულტურის სამინისტრო კი „ვისლას" გაემიჯნა. უწყებაში განაცხადეს, რომ ახმეტელის თეატრი, რომელიც კინოფესტივალის თავისთან ჩატარებას დასთანხმდა, სახელმწიფო თეატრი არ არის, იგი სამართლის იურიდიული პირია.

რატომაა პრობლემური „ვისლა“? 

როგორც ღია წყაროებშია მითითებული, „ვისლა“ პოლონური კინოს უმსხვილესი ფესტივალია, რომელსაც პოლონეთის მთავრობაც უჭერს მხარს. ამასთან, ბიენალეს დამფუძნებლის – მალგოჟატა სკულსკაიას და მისი მეუღლის – პეტრე სკულსკის საქმიანობას პოლონური საზოგადოების ნაწილი რუსეთის პოპულარიზებად მიიჩნევს. სწორედ ორგანიზატორთა რეპუტაცია და არა თავად ფესტივალი აღმოჩნდა „СОВА“- სკანდალური გამოძიების ცენტრში, რომლის შედეგები მიმდინარე წლის 26 თებერვალსგამოქვეყნდა. მაშინ ქალბატონი სკულსკაია გამოცემასა და ტექსტის ავტორს, მთავარ რედაქტორ მართა არდაშელიას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

ნდა აღინიშნოს, რომ ფონდი „მხარდაჭერა“ (Wspieram), რომელიც სკულსკაიას ეკუთვნის, პოლონეთში რუსული კინოს მსოფლიოში უმსხვილეს ფესტივალს მართავს. იგი 30 ქალაქში იმართება და 6 თვეს გრძელდება. ფესტივალი სახელწოდებით «Спутник над Польшей» (თანამგზავრი პოლონეთის თავზე) 12 წლის წინ დაფუძნდა, მას პოლონეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები უჭერენ მხარს. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, პოლიტოლოგი პშემისლავ ჟურავსკი ველ გრაევსკი თვლის, რომ „ვისლა“ კარგი მაგალითია იმისა, როგორ იყენებენ პოზიტიურ ინსტრუმენტებს ნეგატირი მიზნით": "[...] პრობლემა იმაშია, რომ ეს ფესტივალი სხვა სახის საქმიანობას ერწყმის“.

სხვათა შორის, „СОВА“- პირველი პუბლიკაციის დროს „ვისლას“ საიტზე ქვეყნის პოლონურ სახელწოდება «Gruzja»-სთან ერთად გამოყენებული იყო მისი რუსული ანალოგი «Грузия»-ც.  ამ მომენტისთვის ფესტივალის ლოგოტიპში გაჩნდა წარწერა ქართულ ენაზეც, როგორც ქვემოთ მოყვანილ ფოტოზეა მოცემული. როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა ბოლოს და ბოლოს გაარკვიეს, რომ საქართველოს საკუთარი უნიკალური ალფავიტი გააჩნია. 



„კრემლის მომღერალი იარაღი“

მაინც რატომ უკავშირებენ პოლონეთში სკულსკების სახელს კრემლს? საქმე არა მარტო ცოლ–ქმრის განცხადებებშია, არამედ გასტროლებშიც, რომელთა ორგანიზებასაც „ევროპული სარეკლამო სააგენტო“ ახდენს და რომელსაც პეტრე სკულსკი უდგას სათავეში. მას არტისტები რუსეთიდან ჩაჰყავს. მათ შორისაა რუსული არმიის ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი – საბჭოთა კულტურის სავიზიტო ბარათი, რომელმაც სსრკ–ის დაშლაც გამოიარა და სცენიდან არ გამქრალა. 2015 –2016 წლებში, როდესაც ბალტიის ქვეყნებმა ალექსანდროვის გუნდის კონცერტები აკრძალეს, რუსული არმიის ხმა პოლონეთის 13 ქალაქში ისმოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონცერტებამდე ერთი წლით ადრე ვარშავამ ქვეყანაში შესვლა სარეზერვო შემადგენლობას აუკრძალა.

ხსენებული ანსამბლის ისტორია საბჭოთა კავშირის დაარსებიდან 6 წელიწადში, 1928 წელს დაიწყო. წითელ არმიას ფასადური მუსიკალური კოლექტივი სჭირდებოდა. 


მთლიანობაში მეორე მსოფლიო ომის წლების განმავლობაში ანსამბლმა 1500–ზე მეტი კონცერტი ჩაატარა წითელარმიელებისთვის. „ალექსანდროველები“ მღეროდნენ და ცეკვავდნენ იალტის კონფერენციაზე სამი ლიდერისთვისაც. მაშინ ჩერჩილმა ეს მუსიკალური კოლექტივი „მომღერალ იარაღად“  (Singing weapon) მონათლა. 

2018 წლის ნოემბერში პოლონეთში ჩატარებული ბოლო გასტროლების შემდეგ ალექსანდროვის კოლექტივი ქვეყანაში დაბრუნდა. ამჯერად კონცერტების ორგანიზატორად სკულსკის „ევროპული სარეკლამო სააგენტო“ მოგვევლინა, რომელსაც პოლონეთში გუნდის წარმოდგენის ექსკლუზიური უფლება გააჩნია. იგივე სარეკლამო სააგენტო წარმოადგენს რუსეთის რადიოსა და ტელევიზიის დიდი ორკესტრის, „რუსი კაზაკების“, ანსამბლ „ბერიოზკას“, პეტერბურგის სახელმწიფო თეატრის და რუსეთის სარაკეტო ჯარების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „კრასნაია ზვეზდას“ (წითელი ვასკვლავი) ინტერესებს. 

სამოქალაქო აქტივისტები პოლონეთში ერთ–ერთი კონცერტის  – ქალაქ ბიდგოშჩში გამართული წარმოდგენის ჩაშლას ცდილობდნენ.  გუნდის მიერ სიმღერის «Священная война» (წმინდა ომი) შესრულების შემდეგ ორი ახალგაზრდა სცენაზე ტრანსპარანტებით ავიდა და გაიძახოდა „თათები შორს უკრაინისგან!“. 

პოლონური გამოცემა Wyborcza-ს მიმომხილველმა იარეკ შუბრიხტმა მაშინ თავის სტატიაში დაწერა: „ახლა ის დრო არ არის, მათ ტაში ვუკრათ“. მიუხედავად ამისა, ალექსანდროვის გუნდმა პოლონეთში 8 კონცერტი გამართა. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S