Accentnews.ge
პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს

02/11/2022 08:19:29 სამართალი

"რუსთავი 2"-ის საქმეზე პროკურატურა სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით სამივე პირი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საბოლოო სასჯელის ზომად 3 წელი და 6 თვე განსაზღვრა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S