
უკრაინაში სახელმწიფო ღალატისა და კოლაბორაციონიზმის 1000–ზე მეტ საქმეს იძიებენ
02/11/2022 10:04:49 ევროპა
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე იძიებს 1000–ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფოს ღალატსა და მტერთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ. ასეთი სტატისტიკა დეპარტამენტმა 2 ნოემბრის დილით გამოაქვეყნა.
„ჯამში, 2022 წლის 24 თებერვლიდან სახელმწიფო ბიურო იძიებს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილ 1 050 დანაშაულს. კერძოდ: 872 სისხლის სამართლის საქმე ეხება სახელმწიფო ღალატის ფაქტს, 138 სისხლის სამართლის საქმე – თანამშრომლობით საქმიანობას, აგრესორი სახელმწიფოს თანამზრახველებას –10 სისხლის სამართლის საქმე და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს 413 პირს, ძებნაში გამოცხადდა 305 ადამიანი, სახელმწიფო ღალატსა და თანამშრომლობით საქმიანობაში 1131 პირის შემოწმება მიმდინარეობს, 82 საქმე სასამართლოში გადავიდა.
უწყებამ სისხლის სამართლის საქმეების უმეტესობა ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში აღძრა.