Accentnews.ge
უკრაინელებმა დღეს ოდესის მიმართულებით გაშვებული ყველა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს – ადგილობრივი ხელისუფლება

უკრაინელებმა დღეს ოდესის მიმართულებით გაშვებული ყველა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს – ადგილობრივი ხელისუფლება

02/11/2022 10:17:40 ევროპა

2 ნოემბრის გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა სამი X-59 ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს ოდესისკენ,– იტყობინება რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სარდლობის "სამხრეთზე" დაყრდნობით.

როგორც იუწყებიან, რუსებმა რაკეტები გაისროლეს შავი ზღვის მიმართულებით სუ-30 თვითმფრინავებიდან. ისინი მიმართული იყო ოდესის რეგიონის სამხრეთისკენ.

”ყველა რაკეტა ზღვის თავზე ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა,” - აცხადებს რეგიონალური ხელისუფლება.

მანამდე „სამხრეთის“ სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ უკრაინაში რუსული საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს. უკრაინის სარდლობის ცნობით, საუბარია მიკოლაივის რაიონის ბაშტანსკში, ხოლო ხერსონის მიმართულებით - ბერისლავასა და გენიჩესკში განთავსებულ საწყობებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S