
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 ნოემბრისთვის გადაიდო
02/11/2022 10:44:47 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.
უფლებადამცველებმა დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს ორი ცნობა წარუდგინეს - ერთი, „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ცნობა და მეორე - ცნობა „ვივამედიდან“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს მაღალი სიცხე აქვს და შესაძლოა, კოვიდ–ინფიცირებული იყოს.
მომდევნო სხდომა მოსამართლემ 14 ნოემბერს ჩანიშნა.
დღეს სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ჩვენება ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე უნდა მოესმინა.