Accentnews.ge
კრემლი ომის ფარულ ხარჯებს 70%-ით ზრდის

კრემლი ომის ფარულ ხარჯებს 70%-ით ზრდის

02/11/2022 11:47:37 ეკონომიკა

რუსეთის მთავრობამ მკვეთრად გაზარდა და კვლავაც ზრდის ფედერალური ბიუჯეტის ფარულ ხარჯებს, რომლებიც ომსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაფინანსებაზე მიიმართება.

დამოუკიდებელი რუსი ანალიტიკოსების გათვლით, იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის ფარული მუხლების კუთხით 3,1 ტრლნ რუბლი დახარჯა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფარული ასიგნებები 0,8 ტრლნ რუბლით (34%) გაიზარდა, რაც რეკორდული მატებაა საბიუჯეტო ხარჯების მიმართულებებს შორის. შედარებისთვის: ეროვნული ეკონომიკის მხარდაჭერაზე მთავრობამ 0,3 ტრლნ რუბლით მეტი გამოყო, განათლებაზე - 0,24 ტრლნ-ით, ხოლო ჯანდაცვაზე - 0,17 ტრლნ-ით მეტი.

შედეგად ფარული ხარჯები თავისი მოცულობით რიგით მეორე საბიუჯეტო მუხლად იქცა და პირველობა მხოლოდ "სოციალურ პოლიტიკას" დაუთმო. იგი 5,7 ტრლნ რუბლს შეადგენს, რომელთაგან 2/3 საპენსიო ფონდის დეფიციტის დასაფარად ტრანსფერტებზე მოდის.

ფარულ რეჟიმში, კონკრეტული მიმართულებებით ხარჯების შესახებ მოხსენებების გარეშე მთავრობამ ბიუჯეტის 15,1% დახარჯა, ანუ ყოველი მე-7 რუბლი. წლის ბოლოსთვის კი ჩრდილოვანი ხარჯების მოცულობა, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტსა და შიდა ძალოვანი უწყებების ერთიანი ბიუჯეტის 2/3-ს მოიცავს, სავარაუდოდ, 4-4,5 ტრლნ-ს მიუახლოვდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია თანამედროვე რუსეთის ისტორიაში და თავდაპირველად ჩადებულ თანხას - 3,7 ტრლნ რუბლს გადააჭარბებს, - ვარაუდობენ დამოუკიდებელი რუსი ეკონომისტები.

ამასთან, 2023 წელს ბიუჯეტის საიდუმლო ხარჯები კიდევ თითქმის 70%-ით - 6,5 ტრლნ-მდე გაიზრდება, - გაითვალა Bloomberg-მა იმ საბიუჯეტო კანონს თანდართულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელსაც ამჟამად რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს.

«დიახ, ბოლო პერიოდში ბევრი რამ [სახარჯო მუხლები - რედ.] დავხურეთ და არც ახლა ვგეგმავთ ომის ღირებულების განსაჯაროებას" - განაცხადა ოქტომბერში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S