Accentnews.ge
ფაშინიანი: "ჩვენი წინადადება სამშვიდობოების მანდატის გაგრძელების თაობაზე არ მიიღეს"

ფაშინიანი: "ჩვენი წინადადება სამშვიდობოების მანდატის გაგრძელების თაობაზე არ მიიღეს"

02/11/2022 14:01:18 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სოჭში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე სომხური მხარე მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამშვიდობოებისთვის მისიის განუსაზსღვრელი ვადით გახანგრძლივების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ეს წინადადება არ მიიღეს.

როგორც ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საუბარი იყო მანდატის "20, 15 ან 5 წლით - განუსაზღვრელი ვადით" გაგრძელებაზე. "ჩვენი ინიციატივა ჩავარდა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი აღქმით, საკითხი დღის წესრიგში შევიდა", – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

მთიანი ყარაბაღის სტატუსზე საუბრისას კი მან რუსი პარტნიორების პოზიციაზე მიუთითა. "მოსკოვში თვლიან, რომ საკითხის მოგვარება განუსაზღვრელი ვადით უნდა გადაიდოს, რაკი ამ ეტაპზე ურთიერთმისაღები სტატუსის მოძიების შესაძლებლობა ობიექტურად არ არსებობს. რამდენად შეესაბამება ამ ხედვას სომხეთის მთავრობის პოლიტიკა? - 100 პროცენტით" - აღნიშნა მან.

ამასთან, ფაშინიანის ინფორმაციით, სომხური მხარე მოითხოვდა, სამმხრივ განცხადებაში ასახულიყო ცნობილი რუსული წინადადებებიც, თუმცა "გაითვალისწინა რუსი პარტნიორების რჩევა, გამოეჩინა მეტი მოქნილობა ვითარების ჩიხში შესვლის თავიდან ასარიდებლად".

ცნობისთვის: სოჭის სამმხრივი (სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის ლიდერები) შეხვედრის შედეგად მიღებულ სამმხრივ განცხადებაში მთიანი ყარაბაღი ნახსენები არაა, აღნიშნულია მხოლოდ "რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საკვანძო როლი მისი დისლოკაცის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში". მხარეები შეთანხმდნენ, "თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მისით მუქარისგან და ყველა პრობლემური საკითხი ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის აღიარების საფუძველზე გადაჭრან".

მანამდე, პუტინთან შეხვედრაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ სურდა, შეთანხმების ტექსტში ასახულიყო თეზისი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრისადმი რუსული მიდგომის მხარდაჭერის თაობაზე. თუმცა აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა საპასუხოდ განაცხადა, რომ "ყარაბაღის კონფლიქტი - ეს უკვე ისტორიაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S