Accentnews.ge
 "ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტით გადაწყვიტა 7 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გაღარიბებულ ხალხთან  ვაჭრობა"

"ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტით გადაწყვიტა 7 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გაღარიბებულ ხალხთან ვაჭრობა"

19/10/2019 10:54:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართლის" გენერალური მდივნის ირაკლი ღლონტის განცხადებით, "600 000 -ზე მეტი ამომრჩევლის "პრივატიზების" შემდეგ ხელისუფლებამ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტით გადაწყვიტა 7 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გაღარიბებულ ხალხთან  ვაჭრობა".

"მართალია  ივანიშვილს კითხვები აქვს შავ ზღვაში ამერიკული გემების მიზნობრიობასთან მიმართებით და მისი მარიონეტული ხელისუფლების წევრები მოურიდებლად თავს ესხმიან ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუციებს, უარგუმენტოდ აკრიტიკებენ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებებს, თუმცა აშკარაა, რომ იგი ცდილობს დადასტურებული უზურპაციის კვალდაკვალ პირადი პარტიულ-კომერციული ინტერესების გატარებას ახალი სკანდალების გარეშე, სწორედ ამის ნათელი გამოხატულებაა 600 000 -ზე მეტი ამომრჩევლის "პრივატიზების" შემდეგ, უკვე სახელმწიფო ბიუჯეტით ვაჭრობა 7 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გაღარიბებულ ხალხთან.

ხელისუფლება 2020 წელს ბიუჯეტიდან გადაიხდის 14 მლრდ. ლარს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 1 მლრდ. ლარზე მეტია, ამასთან, აქედან, თითქმის ნახევარს - 451 მლრდ. ლარს დახარჯავს სოციალური მიმართულებით, თუმცა საგარეო ვალად დამატებით იღებს 570 მილიონ ლარს. 

ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ წინააღმდეგი ვარ დასაქმებულებისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდის, მაგრამ მთელი 7 წლის მანძილზე ხმამაღლა ვსაუბრობდი, რომ სამარცხვინო ხელფასი აქვს მედიცინის მუშაკებს, განსაკუთრებით კი პოლიკნინიკებში და სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, პედაგოგებს, ასევე ბაღის აღმზრდელებს, პოლიციელებს, პროკურორებს, კულტურისა და მეცნიერების დარგში დასაქმებულებს და არასდროს არ იწვევდა ეს საკითხი ხელისუფლების ინტერესს და ახლა, ურთულესი ეკონომიკური პირობების, სტაგნაციის, მაღალი საგარეო ვალის, ეროვნული ვალუტის გაუფასურების, შემცირებული პუი (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) და ემიგრაციაში მყოფი ხალხის ფულადი გზავნილებით ფეხზე მდგარ ქვეყანაში ამ ტიპის სოციალურ  და ,,ჰუმანურ’’ ნაბიჯებს არავინ არ დაიჯერებს, არც ის, ვინც ვერ ერკვევა ეკონომიკაში და საბიუჯეტო პოლიტიკაში და არც თავად სიღარიბის ზღვარს მიღმა ხელოვნურად მიყვანილი ჩვენი მოსახლეობა. 

საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები 2020 წელს 2.9 მლრდ. ლარი იქნება, ანუ 194 მლნ. ლარით მეტი, ვიდრე წელს, აქედან 2019 წელთან შედარებით მხოლოდ ხელფასებზე ხარჯს ზრდიან 91 მლნ. ლარით, თუმცა აქ ყველაზე მეტად ყურადსაღებია, რომ 50 მლნ. ლარით იზრდება ძალოვანი უწყების სახელფასო ხარჯები, რომელიც ხელისუფლების თვითრწმენით მათთვის ადვილად საკონტროლებელია, დასამორჩილებელი და საიმედოა პარტიული გეგმებისთვის, თუმცა ამაშიც არ ვეთანხმები მათ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ პოლიცია და ჯარი დღეს ყველაზე მეტად განიცდის მათ შეურაცხმყოფელ პოლიტიკას და დგას საკუთარი ხალხის მხარეს.

ზემოაღნიშნულთან ერთად საგულისხმოა, რომ პენსიის და ხელფასების გაზრდა ძირითადად დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულიდან, რაც პირდაპირი ადასტურებს ხელისუფლების მზადებას მორიგი უზურპაციისთვის. მათთვის ნათელია, რომ ერთნიშნა ეკონომიკური ზრდის, კორუფციის, ნეპოტიზმის, კრიმინალის და ინსტიტუციური ნგრევის პირობებში 1 იანვრიდან ვერ გაუძლებენ ამ თანხების ასე ხარჯვას, მათი მიზანია 2020 წელს ხელისუფლებაში დარჩენა და ცხადია არჩევნების შემდეგ ფეხზე ჰკიდიათ ქართული სახელმწიფოს და ხალხი ბედი’’ - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S