Accentnews.ge
რა მდგომარეობაში დატოვეს რუსებმა ვარშავასთან არსებული რეკრეაციული ცენტრი, რომელსაც საელჩო ქირაობდა [ფოტო]

რა მდგომარეობაში დატოვეს რუსებმა ვარშავასთან არსებული რეკრეაციული ცენტრი, რომელსაც საელჩო ქირაობდა [ფოტო]

03/11/2022 09:36:44 ევროპა

პოლონეთის ხელისუფლებამ ოთხშაბათს აიღო კონტროლი ვარშავის მახლობლად მდებარე ზეგრჟინკას რეკრეაციულ ცენტრზე, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რუსეთის საელჩოს ჰქონდა დაქირავებული.

ხელშეკრულება, რომელსაც 2025 წლამდე ჰქონდა ვადა, პოლონეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა მიმდინარე წლის აპრილში – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალურ მიზეზად დაგროვილი დავალიანება დასახელდა.

Gazeta Wyborcza-ს ცნობით, კომპლექსი შედგება ორი სასტუმროსგან, ორი ვილისგან და რვა კოტეჯისგან.

პოლონეთის სახელმწიფო ტყის დაცვის წარმომადგენელმა, რომელმაც საკუთრების მართვა აიღო, ოთხშაბათს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ბაზა გამოსაყენებლად გამოუსადეგარია:

”რუსებმა გაანადგურეს ყველაფერი, კედლებიდან კაბელებიც კი ამოიღეს”, - დაწერა მიხალ გზოვსკიმ და ფოტოებიც გამოაქვეყნა.

მედია იხსენებს გაზაფხულის მოვლენებს, როდესაც პოლონეთის ხელისუფლებამ დაიბრუნა კონტროლი ვარშავაში საბჭოთა დიპლომატების ყოფილ სახლებზე. ისინიც უკიდურესად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ჯერჯერობით უცნობია, ექვემდებარებიან თუ არა შეკეთებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S