
„თანამშრომლობა ვერ გიხსნის რეპრესიებისგან“: ყირიმში პრორუს კოლაბორანტებს შორის კონფლიქტი მძაფრდება
03/11/2022 11:07:10 ევროპა
ყირიმში პრორუს კოლაბორანტებს შორის კონფლიქტი მძაფრდება. პრორუსმა აქტივისტმა და ბლოგერმა ეივაზ უმეროვმა საჯაროდ გამოაქვეყნა ყირიმელი კოლაბორანტებისთვის (მათ შორის, ყირიმის რუსული ხელისუფლების უმაღლეს პირებთან დაახლოებულთათვის) არასახარბიელო ინფორმაცია და განაცხადა, რომ ცნობებს უგზავნის შესაბამის ორგანოებს მოსკოვში რეაგირებისთვის.
ეივაზ უმეროვმა საჯაროდ განაცხადა, რომ "ყირიმში ღიად მტრული ელემენტები არიან ხელისუფლებაში".
ეივაზ უმეროვი, რომელიც ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველთან ერვინ მუსაევთან ხმაურიანი კონფლიქტის შემდეგ ორი დღით დააკავეს ადმინისტრაციული წესით, კვლავ დაემუქრა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ ახლა თავდასხმის გარეშე იმოქმედებს.
ინფორმაციისთვის: ევაზ უმეროვი არის პრორუსული აქტივისტი, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. მან რუსეთის სასამართლოში ჩვენება მისცა ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილის ახტემ ჩიიგოზის წინააღმდეგ. ხოლო მუსაევი ყირიმის რუსი ხელმძღვანელის სერგეი აქსიონოვის მრჩევლად და რუსეთის მიერ კონტროლირებად ბახჩისარაის საქალაქო საბჭოს წევრად წარადგენს.
შემდეგ უმეროვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო–შეტყობინება, რომ ყირიმის „ხელმძღვანელის“ სერგეი აქსიონოვის მრჩევლის ერვინ მუსაევისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანების საქმის ფარგლებში 2 ნოემბერს რუსმა ძალოვანებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
„ჩემს დასაშინებლად მოვიდნენ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიდან და ჩხრეკა ჩაატარეს! კარგი, ფსონი მაღლა აიწია! მე ვიბრძოლებ!" - განაცხადა აქტივისტმა და აღნიშნა, რომ ამას მიიჩნევს ყირიმის პრორუსული მუფთის ემირალ აბლაევის შურისძიებად, რომელიც, უმეროვის თქმით, მის „ჩასმას“ ცდილობს.
3 ოქტომბერს ევაზ უმეროვმა კვლავ იჩხუბა ერვინ მუსაევთან და მას "პროუკრაინულ პოზიციაში" დასდო ბრალი. მედიის ცნობით, ინციდენტი მუსაევის სახლთან მოხდა. თავის მხრივ მუსაევმა თქვა, რომ მას თავს დაესხნენ მისი "პრინციპული პრორუსული პოზიციის" გამო.
ამის შემდეგ, ყირიმში რუსეთის პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ევაზ უმეროვის წინააღმდეგ. მას ბრალად „განზრახ სხეულის დაზიანების მიყენება“ ედება. Mash on the Wave ტელეგრ–არხის ცნობით, მუსაევს ჩხუბის შემდეგ შუბლზე ჭრილობები აღენიშნებოდა, სათვალეები ჰქონდა გატეხილი, ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.
აქტიური თანამშრომლობა არ იცავს პრორუს აქტივისტებს რუსი ძალოვანების რეპრესიებისგან,– ამბობს ადვოკატი და უფლებადამცველი ნიკოლაი პოლოზოვი თემის კომენტირებისას.
„ისეთ შორსმჭვრეტელ პერსონაჟებმაც კი, როგორიც არის ევაზ უმეროვი, უნდა გაიგონ, რომ რეპრესიული რეჟიმი კონვეირული მიდგომით მუშაობს არა მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც წინააღმდეგობას უწევს ყირიმის რუსეთის მიერ ოკუპაციას, არამედ სიამოვნებით იპყრობს მათთან იდეოლოგიურად ახლოს მყოფ ელემენტებსაც. და თუ ის ფიქრობს, რომ მისი თანამშრომლობითი საქმიანობა ემსახურება მის უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ ესმის, როგორ მუშაობს უსაფრთხოების ძალების ჯაჭვი თანამედროვე რუსეთში,”- თქვა ადვოკატმა სიტუაციაზე.