Accentnews.ge
ხერსონში ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

ხერსონში ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

03/11/2022 11:23:12 ევროპა

ანექსირებულ ხერსონში სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს. ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ქვეყნდება. მათ ავრცელებს რუსული მედიაც.

„კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტმა ალექსანდრე კოცმა დაადასტურა, რომ დროშა ნამდვილად ჩამოხსნეს. მისი თქმით, ქალაქის სხვა შენობებზე რუსეთის დროშები რჩება.

რუსეთის ხელისუფლება დროშის ჩამოხსნაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა კრემლის პროპაგანდისტის სოლოვიოვის ტელეარხის გადაცემაში ივარაუდა, რომ რუსული ჯარები შეიძლება, გაიყვანონ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის დათმობას.

სტრემუსოვის თქმით, უკრაინის ჯარების შეტევა ქალაქზე მოსალოდნელია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.

მანამდე უკრაინაში რუსული დაჯგუფების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ისაუბრა "რთული გადაწყვეტილებების" შესაძლებლობის შესახებ რეგიონში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ მოექცა მარტის დასაწყისში.

ერთი დღით ადრე ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ გამოაცხადა დნეპერზე სამოქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება აიხსნება დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან „ევაკუაციის“ დასრულებით, ასევე „გაზრდილი სამხედრო საფრთხით“ და „მზარდი საფრთხეებით მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა მოუწოდა ხერსონის მაცხოვრებლებს, უგულებელყონ რუსი დამპყრობლების მოთხოვნები "დატოვონ ქალაქი და გადავიდნენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე". უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ქმედებებს "იძულებით დეპორტაციას" უწოდებს.

კიევის ბოლო მონაცემებით, ხერსონის ოლქში 88 დასახლება დეოკუპირებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S