
ზალუჟნი: „რუსეთმა უკრაინაში უკვე საკარგა ორჯერ მეტი თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10 წლის განმავლობაში“
03/11/2022 12:03:32 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა დაკარგა მეტი თვითმფრინავი ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10 წლის განმავლობაში.
„სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომში მთელი 10 წლის განმავლობაში: 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, ავღანეთში – 118. ეს ომი იგივე სირცხვილია რუსეთისთვის და გამოიწვევს მის განადგურებას!” – დაწერა მან „ფეისბუქზე“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული არმია ახალი მფრინავების მიზიდვას ცდილობს, მაგრამ მფრინავების ეფექტურობა და მომზადება, რისთვისაც იყეებენ Mi-8-ის სხვადასხვა მოდიფიკაციებს, არ აძლევს მათ საშუალებას, შეასრულონ დასახული ამოცანები.
უკრაინელი სამხედროების უახლესი მონაცემებით, 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 277 თვითმფრინავი და 258 ვერტმფრენი დაკარგა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ტექნიკის დაკარგვის შესახებ ანგარიშს არ აკეთებს.