Accentnews.ge
ფაშინიანი და ალიევი სამშვიდობო ხელშეკრულებას თბილისში მოაწერენ ხელს – მედია

ფაშინიანი და ალიევი სამშვიდობო ხელშეკრულებას თბილისში მოაწერენ ხელს – მედია

03/11/2022 12:29:52 კავკასია

თბილისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ეს შეიძლება მოხდეს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში,– იუწყება პორტალი Armenia Today სომხური გაზეთ Hraparak–ზე მითითებით. თავის მხრივ გაზეთი საკუთარ წყაროებს ეყრდნობა.

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. „დასავლურ ვერსიას“. ხოლო თბილისის არჩევა შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ამ დოკუმენტის ხელმოწერით „მთელი სამხრეთ კავკასია აღმოჩნდება თურქეთის გავლენის ზონაში“, ხოლო საქართველო არის „დასავლეთის ინტერესების მთავარი ოპერატორი ამ რეგიონში“.

„ამ შეთანხმების ხელმოწერით სომხეთი ოფიციალურად და საბოლოოდ იტყვის უარს არცახზე [მთიანი ყარაბაღი - რედ.]. შეწყვეტს არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების, არამედ სახელმწიფო მმართველობის მთელი სისტემის დაფინანსებას - ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დაწყებული, დამთავრებული საპრეზიდენტო აპარატით. ერევანს მხოლოდ გარკვეული საქველმოქმედო პროგრამების განხორციელება უფლება მიეცემა, მაგალითად, საბავშვო ბაღების შეკეთების“, - წერს გაზეთი.

მანამდე ბაქო და ერევანი არ გამორიცხავდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების წლის ბოლომდე გაფორმების შესაძლებლობას. იმის შესახებ, თუ სად შეიძლება, შედგეს აღნიშნული აქტი, მხარეებს არ უსაუბრიათ.

გაზეთის ცნობებზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

  • ოქტომბერში თბილისში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრი გამოვიდა „სამშვიდობო ინიციატივით“.
  • სოჭში სამმხრივი შეხვედრის წინ, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. „ვაშინგტონური“ ვერსია გულისხმობს ბაქოს სუვერენიტეტს ყარაბაღზე.
  • „სამშვიდობო ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, საჭიროა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საზღვრის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას. საკითხი, თუ რომელი ვარიანტი აირჩიონ, არის სომხეთის, სომეხი ხალხის და სომხეთის ხელმძღვანელობის საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი ვარიანტიც არ უნდა იყოს და [თუ] ეს მშვიდობას მოიტანს, ჩვენ მხოლოდ მხარს ვუჭერთ“ თქვა პუტინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S