
"ჩრდილოეთ ნაკადი-2": მოსყიდვა, დაშინება, სექს-ჯაშუშობა
27/02/2019 15:15:22 სხვა, სამართალი
ევროკავშირში გაზის მიწოდების სტაბილურობა ვლადიმირ პუტინისა და “გაზპრომის” რეალური მიზანი ნამდვილად არ არის, მილსადენის პროექტის ლობირებისთვის სპეცსამსახურების მეთოდები გამოიყენება. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტი და სახელმწიფო კორპორაცია “გაზპრომი” “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის ლობირებაში მილიარდობით თანხებს ხარჯავენ, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ყიდულობენ, - აცხადებს ცნობილი დანიელი ჟურნალისტი იენს ჰოფსგაარდი.
მისი საგამოძიებო წიგნი "სიხარბე, გაზი და ფული: როგორ რისკავს გერმანია ევროპის მომავლით Nord Stream-ის გამო"ამ დღეებში გერმანულ ენაზე გამოიცა.
"პოლიტიკური იარაღი რუსეთისთვის და ფულის დაზგა პუტინის გარემოცვისთვის"
როგორც ბერლინში, წიგნის პრეზენტაციაზე თავად ჰოფსგაარდმა აღნიშნა, "ეს მილსადენი პოლიტიკური იარაღია რუსეთისთვის და ფულის დაზგა პუტინის გარემოცვისთვის".
მოსყიდვა, დაშინება, სექს-ჯაშუშობა
ჰოფსგაარდის მონაცემებით, “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის ლობირებისთვის გამოიყენება პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მოსყიდვა, კრიტიკოსების დაშინება და სპეცსამსახურების ისეთი მეთოდებიც კი,როგორიცაა სექს-ჯაშუშობა, როცა საჭირო ადამიანს მაკომპრომეტირებელ ურთიერთობებში იტყუებენ,საიდუმლოდ ადოკუმენტირებენ, შემდეგ კი აშანტაჟებენ.

როგორც წიგნშია აღნიშნული, კომპანია Nord Stream AG-ს მმართველი დირექტორი მათიას ვარნიგი(Matthias Warnig) გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დრეზდენში “შტაზის”(სპეცსამსახური) თანამშრომელი იყო და იმავე პერიოდში იქ იმყოფებოდა КГБ-ს იმჟამინდელი აგენტი პუტინიც.
ვის ურტყამს Nord Stream-ი ყველაზე მეტად
“ამ პროექტის მხარდაჭერით გერმანია “ასუსტებს კავშირებს ევროკავშირის შიგნით" და ეხმარება პუტინს რუსეთისთვის “სუპერდერჟავის” სტატუსის დაბრუნების შესახებ ოცნების რეალიზებაში, რისკის ქვეშ აყენებს უპირველესად პოლონეთს, ესტონეთს, ლიტვასა და ლატვიას, ასევე შვედეთს, ფინეთსა და დანიას,თუმცა ყველაზე მეტად ეს უკრაინის ინტერესებს ურტყამს”, - აღნიშნავს ავტორი.
წყაროები
ავტორის განმარტებით, წიგნზე მუშაობისას იგი იყენებდა "დანიის ხუთი სამინისტროს, ასევე ბალტიის რეგიონის ამ პროექტში ჩაბმული თითქმის ყველა ქვეყნის დოკუმენტებს, ანგარიშებსა და საექსპერტო დასკვნებს, წვდომას ევროკავშირის გარკვეულ კონფიდენციალურ მასალებზე, აშშ-ის დეპარტამენტის განსაჯაროებულ მიმოწერას საელჩოებთან რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და სკანდინავიაში".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021