
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს
03/11/2022 14:31:22 სამართალი
ნეაპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.
Corriere dello Sport-ი იუწყება, რომ ქართველმა გარემარბმა უკვე დაწერა განცხადება პოლიციაში.