Accentnews.ge
ოკუპანტებმა ხერსონში ადმინისტრაციული შენობიდან დროშის ჩამოხსნის შემდეგ, ქალაქში საგუშაგოებიც აიღეს – რეგიონის ხელმძღვანელი

ოკუპანტებმა ხერსონში ადმინისტრაციული შენობიდან დროშის ჩამოხსნის შემდეგ, ქალაქში საგუშაგოებიც აიღეს – რეგიონის ხელმძღვანელი

03/11/2022 16:58:26 ევროპა

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა კომენტარი გააკეთა ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშის გაქრობაზე.

მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა სხვა ნაბიჯებსაც მიმართეს, რომელთაც ოკუპირებული რეგიონული ცენტრიდან გამოსავალზე უნდა მიუთითოს.

„ოკუპანტები ქმნიან ილუზიას, თითქოს ტოვებენ ხერსონს - საგუშაგოები აიღეს ქალაქიდან და რუსი სამხედროების რაოდენობაც შემცირდა. ამით სურთ, შეცდომაში შეგვიყვანონ“, - თქვა მან.

იანუშევიჩმა ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას მოუწოდა, იზრუნონ უსაფრთხოებაზე: „მოამზადეთ "საგანგებო" ჩემოდანი, საკვების მარაგი და თავშესაფრები“.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშის მოხსნის შესახებ.

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ ეს შეიძლება, იყოს პროვოკაცია:

„ეს შეიძლება, იყოს პროვოკაციის გამოვლინება, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ დასახლებები მიტოვებულია, რომ უსაფრთხოა მათში შესვლა. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი დიდი ხანია, ემზადებიან ქუჩის ბრძოლებისთვის, ვიცით მოქმედებების დაგეგმილი ტაქტიკა და არ უნდა ვიჩქაროთ სიხარული. უნდა გვესმოდეს, რომ ჰიბრიდული ომი ასევე ითვალისწინებს ისეთ ინფორმაციულ თავდასხმებს, რომლებიც შეიძლება, შექმნილი იყოს ჯარების დასუსტებისთვის”.

ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის გალინა ლუგოვას თქმით, რუსი სამხედროები ქალაქში უკრაინულ ძალებთან საბრძოლველად ემზადებიან.

ოქტომბრის დასაწყისში უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს რიგი ტერიტორიები ხერსონის რეგიონის ჩრდილოეთით - მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს ტერიტორია მის ნაწილად გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S