
ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას
03/11/2022 18:04:02 ევროპა
ბულგარეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა უკრაინაში მძიმე იარაღის გადაზიდვა დახმარების სახით.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დავა ამ თემის ირგლივ ნატოს წევრი ბულგარეთის პოლიტიკურ პარტიებს შორის.
შედეგთ – 175 ხმით მომხრე, 49 წინააღმდეგ, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის, ბულგარეთმა უკრაინის არმია რუსეთთან ომის პირობებში მძიმე შეიარაღებითა და სათადარიგო ტექნიკით უზრუნველყოს. სოფიას მიერ დამტკიცებული ღონისძიება უნგრეთს აქცევს ნატოს ერთადერთ წევრ ქვეყნად, რომელმაც არ დაამტკიცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ წინადადება.